
📚 შაბათ-კვირის მეცადინეობა I–V კლასის მოსწავლეებისთვის, ბინაზე მისვლით ბავშვისთვის გასაგები ახსნა, ყურადღება და მშვიდი მეცადინეობა 🤍 თუ დატვირთული გრაფიკის გამო ბავშვის მეცადინეობაში დახმარებას ვერ ასწრებთ, გთავაზობთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადებას და საჭიროების მიხედვით, სხვა სასკოლო საგნებში დახმარებასაც. ვარ GIPA-ს პოლიტიკის მეცნიერების მესამე კურსის სტუდენტი, ოქროს მედალოსანი და სტიპენდიის მფლობელი. ჩემი მიზანია, მოსწავლეს დავეხმარო მასალის გააზრებაში, დამოუკიდებლად მუშაობასა და საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერების გაძლიერებაში. ✏️ რაზე ვიმუშავებთ? • წერა-კითხვასა და მართლწერაზე; • წაკითხულის გააზრებასა და გადმოცემაზე; • კლასის შესაბამის გრამატიკაზე; • გაუგებარი საკითხების ახსნასა და გავლილი მასალის განმტკიცებაზე; • საშინაო დავალებების გააზრებულად შესრულებაზე. 📖 საჭიროების შემთხვევაში დავეხმარები სხვა სასკოლო საგნებშიც, კონკრეტულ მასალასა და დავალებებს წინასწარ შევათანხმებთ. 👧👦 შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური მეცადინეობა, ისე რამდენიმე ბავშვის ერთად მომზადება, და-ძმების, ნათესავების ან მეგობრების, ერთ მისამართზე. მუშაობას დავგეგმავთ ბავშვების კლასებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ⏰ შეხვედრის ხანგრძლივობა 1 საათი; საჭიროების შემთხვევაში, 1.5 ან 2 საათი, ასაკის შესაბამისი შესვენებებით. 📅 დღეები: შაბათი და კვირა 📍 ბინაზე მისვლით 💰 ბავშვების რაოდენობის, მეცადინეობის ხანგრძლივობისა, საგნების მიხედვით და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შეღავათზეც ინდივიდუალურად შეთანხმება. 📩 დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ ბავშვის კლასი, უბანი და სასურველი დრო, ერთად შევათანხმოთ თქვენთვის მოსახერხებელი პირობები. 📞 568631918
ბაკალავრიატი
სპეციალობა: პოლიტიკის მეცნიერება
ჯიპა - GIPA