
🎓👩🏻🏫 მაქვს ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში. უნივერსიტეტში გავიარე ინგლისური ენის სწავლების პრაქტიკა (Teaching Practice), რომელიც 95/100 ქულით დავასრულე. საბაკალავრო ნაშრომის დაცვაზე კი 98/100 ქულა მივიღე. მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მსურს თითოეულ მოსწავლეს გავუზიარო. ინგლისური ენა უკვე ოთხ წელზე მეტია ჩემი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რამაც საშუალება მომცა, ენა არა მხოლოდ აკადემიურ დონეზე შემესწავლა, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც აქტიურად გამომეყენებინა. 🗣️ზოგიერთ მოსწავლეს კარგად ესმის გრამატიკული წესები და ბევრი სიტყვაც იცის, მაგრამ შეცდომის დაშვების შიშის გამო საუბარს ერიდება. მსურს, ჩემს მოსწავლეებს სწორედ ამ ბარიერის გადალახვაში დავეხმარო. 💻📱📚ინგლისური ენის ონლაინ გაკვეთილებს I–VIII კლასის მოსწავლეებისთვის Google Meet-ის საშუალებით ვატარებ. ვთავაზობ როგორც ინდივიდუალურ, ისე მცირე ჯგუფურ გაკვეთილებს (მაქსიმუმ 4 მოსწავლე). ჯგუფური სწავლება ბავშვებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთთან იურთიერთონ, ერთად ივარჯიშონ ინგლისურად საუბარში და უფრო თავდაჯერებულად გამოხატონ საკუთარი აზრები. 📅 გაკვეთილები ტარდება კვირაში 3–4-ჯერ (მოსწავლის ცოდნის დონის, საჭიროებებისა და სასწავლო მიზნების გათვალისწინებით.) ⏰ინდივიდუალური გაკვეთილი: 50 წუთი- 50ლარი. ჯგუფური გაკვეთილი: 1საათი- 40ლარი თითო მოსწავლეზე. ჩემი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნა ისეთი გარემო, სადაც თავისუფლად შეძლებენ კითხვების დასმას და არ შეეშინდებათ შეცდომების დაშვების. მსურს, ჩემმა მოსწავლეებმა ინგლისური არა მხოლოდ იცოდნენ, არამედ თავდაჯერებულად იყენებდნენ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში!🤎
ბაკალავრი
სპეციალობა: ინგლისური ფილოლოგია
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი