
ვამზადებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში X, XI და XII კლასის მოსწავლეებს, როგორც სასკოლო პროგრამის ფარგლებში, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. სასწავლო პროცესი მოიცავს: • პროგრამული და არაპროგრამული მასალის საფუძვლიანად გავლას • თემების ფუნდამენტურ დამუშავებას: სტრუქტურა, არგუმენტაცია, მსჯელობა და ტექსტის ანალიზი • რედაქტირების სისტემურ სწავლებას • საგამოცდო ფორმატსა და საჭირო უნარებზე მუშაობას ყოველი თვის ბოლოს მოსწავლეებს უტარდებათ იმიტირებული ტესტირება, რაც მათ რეალურ საგამოცდო გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება.
ბაკალავრი
სპეციალობა: ქართული ფილოლოგია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მაგისტრი
სპეციალობა: ქართული ლიტერატურა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დოქტორანტი
სპეციალობა: ქართული ფილოლოგია
თბილისის საელმწიფო უნივერსიტეტი