ვარ მოქმედი ისტორიის მასწავლებელი-40 მუშაობის სტაჟით.პედაგოგობა ჩემი ცხოვრების აზრი და მოწოდებაა.მომავალმა თაობამ ღრმად უნდა ჩაიხედოს წარსულის სიღრმეებში,რათა კარგად შეიმეცნოს წარსული და მომავალი-რანი ვიყავით და როგორი უნდა ვიყოთ.სწავლების სტილი იქნება სოციალური,თანამშრომლობაზე დამყარებული-ინტერპერსონლური.მე მინდა არა მარტო ვასწავლო მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ,არამედ ვისწვლო მათგანი.გაკვეთილი იქნება შემოქმედებითი,სააზროვნო,ყოველი ისტორიული მოვლენა თუ მომხდარი ფაქტი უნდა შეფასდეს კონტექსტში.
მაგისტრი
სპეციალობა: ისტორია
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი