← უკან სიაში
პროექტი - ,,გაეროს მოდელირება“ დაიწყო

პროექტი - ,,გაეროს მოდელირება“ დაიწყო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირება (Model of United Nations) არის სსიპ - ახაგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული საგანმანათლებლო სიმულაცია, სადაც 14-18 წლის ახალგაზრდები ირგებენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატების როლს და ცდილობენ გლობალური პრობლემების გადაჭრას.

მოდელირების ფარგლებში მონაწილეები სწავლობენ დიპლომატიის საფუძვლებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებს და იუმჯობესებენ მოლაპარაკების, კომპრომისის პოვნისა და კოლექტიური გადაწყვეტილებების შემუშავების უნარებს.

მოდელირება ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან: საკომიტეტო სამუშაოებისა და გენერალური ასამბლეისაგან. მონაწილეთა მიზანია საკომიტეტო სამუშაოების ფარგლებში მოამზადონ რეზოლუციის პროექტი, რომელიც წარედგინება გენერალურ ასამბლეას შემდგომი განხილვისა და დამტკიცებისათვის.

თითოეულ რეგიონულ ცენტრში ჩასატარებელი მოდელირებისათვის შეირჩევა 100 მონაწილე. შერჩეული ახალგაზრდები გადანაწილდებიან კომიტეტებში (თითო კომიტეტში - 25 მონაწილე) და მიენიჭებათ კონკრეტული ქვეყნების დიპლომატების როლი.

📍მოდელირება ჩატარდება ივნისის თვეში, საქართველოს 11 რეგიონულ ცენტრში (თბილისი, მცხეთა, გორი, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ამბროლაური, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი).  

🏆თითოეული მოდელირებიდან შეირჩევა 8 საუკეთესო ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს თბილისში, ფინალურ ღონისძიებაში. ფინალურ ღონისძიებაში გამარჯვებული გაემგზავრება სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

მოდელირებაში მონაწილეობისათვის საჭიროა იყო:

- 14-18 წლის;
- ფლობდე ინგლისურ ენას;
- ფლობდე ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობისა და თანამედროვე გლობალური გამოწვევების შესახებ;

მოდელირებაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ აპლიკანტის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის (რაიონული ცენტრის) შესაბამისად.

კომიტეტების ჩამონათვალი:

🕊️ განიარაღებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების კომიტეტი
𓍝 სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხთა კომიტეტი 
🏛️იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
📈 ეკონომიკური და ფინანსური კომიტეტი

პროექტის ეტაპები:

20 აპრილი - 8 მაისი  - კონკურსის გამოცხადება და მონაწილეთა რეგისტრაცია
9 მაისი - 17 მაისი - სააპლიკაციო განაცხადების განხილვა და მონაწილეთა შერჩევა
18 მაისი - 31 მაისი - მოდელირების ღონისძიებისთვის მოსამზადებელი პერიოდი ონლაინ რეჟიმში
1 ივნისი - 10 ივლისი - რეგიონული მოდელირებები და ფინალური ღონისძიება
სექტემბერი-დეკემბერი - გამარჯვებული დელეგატების მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებაში
 
⏰ რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 08 მაისის 18:00 საათი

რეგისტრაციის ბმული : https://shorturl.at/MUKh4