
იმიტირებული სასამართლო პროცესი - კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
Professional Education Hub • პროფესიული განათლების ჰაბი აცხადებს რეგისტრაციას!
გინდა გამოსცადო შენი თავი რეალურ სასამართლოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება?
ახლა შეგიძლია აირჩიო მიმართულება და ჩაერთო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში!
რეგისტრაცია გამოცხადებულია:
სისხლის სამართლის მიმართულებით
სამოქალაქო სამართლის მიმართულებით
მისამართი: 26 შოთა რუსთაველის გამზირი
დაწყება: 1 მაისი
ხანგრძლივობა: 15 დღე
კურსის დაწყებამდე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დეტალურად განიხილება პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
შემდგომ ჩატარდება პრაქტიკული შეხვედრები, სადაც მონაწილეები გაეცნობიან სასამართლო პროცესის მიმდინარეობას, როლებსა და ეტაპებს, რის შემდეგაც მოხდება როლების განაწილება და გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები.
რეგისტრაციის პირობები:
• ინდივიდუალური (1 მიმართულება) - 35 ლარი
• ჯგუფური (4 წევრი) (1 მიმართულება) – 25 ლარი
• ინდივიდუალური (2ვე მიმართულება) - 55 ლარი
• ჯგუფური (2ვე მიმართულება) - 45 ლარი
რეგისტრაციისთვის:
გადადით ქვემოთ მოცემულ სარეგისტრაციო ფორმაზე და შეავსეთ შესაბამისი მონაცემები.
მონაწილეები (როგორც მხარეები, ასევე მოწმეები) მიიღებენ:
• პრაქტიკულ გამოცდილებას სასამართლო პროცესში
• არგუმენტაციისა და პროფესიული უნარების განვითარებას
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა
ორენოვანი, იურიდიული ძალის მქონე სერტიფიკატი
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
599 411 100